სკოლა: სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა
სოციალური პროექტი: ჩემი სოფლის ისტორია
პროექტის ხელმძღვანელი გეოგრაფიის მასწავლებელი შორენა აფციაური
კლასი: V, VII, VIII, IX.
პროექტის ხანგრძლივობა01.10.2019-10.10.2019 წელი
რესურსები: რუკა, კომპიუტერი, ფოტოაპარატი, სამეცნიერო ლიტერატურა,
პროექტის აკტუალობა: ახალგაზრდობისათვის საკუთარი ისტორიის გაცნობა.
პროექტის დევიზი: ,,თუ შენ შენი არ დააფასე, სხვისას ვერ დააფასებ"
პროექტის მიზანი: საკუთარი სოფლის შემოგარენის, ისტორიული ადგილების თეორიული შესწავლა შემდგომ, პრაქტიკული გაცნობა, სოფლის წარსულის გაცოცხლება და მომავალი თაობებისთვის მისი შეხსენება.
პროექტის მოკლე ახწერა
პროექტი მიზნად ისახავს, სოფლის ყველა მცხოვრებმა პატივი სცეს იმ ადგილს, საიდანაც იწყება ამ სოფლის ისტორია,
შეინარჩუნონ რაც შემორჩენილია და მივიწყებული. წარსულად არ აქციონ საკუთარი ისტორია.
მოსწავლეებთან ერთად დაგეგმვა სოციალური პროექტისა ,,ჩემი სოფლის ისტორია''
განვიხილავთ ი. ახუასვილის წიგნს ,,ქართული გვარ-სახელები'' სადაც ვკითხულობთ სოფლის ისტორიას.
პრეზენტაციას ვაკეთებთ ზაქრო გიგაურის წიგნისას ,,ალგეთხეობა''
წმინდა ბარბარეს ეკლესიის ნანგრევების მონახულება, საიდანაც იწყება სოფელ ახალსოფლის ისტორია, ამ ადგილას არსებულ ჯვართან სანთლების დანთება.
ლაშქრობა ისტორიულ ლოდიანაში.
სოფელ გოხნარის ძველი სასაფლაოს დათვალიერება, სადაც აგრეთვე მდებარეობს წმინდა გიორგის სახელობის მეთორმეტე საუკუნის ეკლესია.
ეს პროექტი ბფიქრობ იყო ზალიან ნაყოფიერი, მიგრაციის ასეთი ძლიერი ტალღის პირობებში, გაიმყარონ ფესვები ჩვენმა მომავალმა თაობამ თავის ისტორიულ კუთხეში და იზრუნონ მასზე.
No comments:
Post a Comment