პროექტის სახელწოდება: ეროვნული საგანძური.
საგანი ხელოვნება; გეოგრაფია
პროექტის ხელმძღვანელი გეოგრაფიის პედაგოგი შორენა აფციაური.
კლასი: V, VII, VIII,
მოსწავლეების ასაკი. 10, 11, 12. 13 წლის ასაკის მოსწავლეები
პროექტის განხორციელების ვადა: ერთი დღე
მარშუტი: სოფელი ახალსოფელი - თბილისი, ეროვნული მუზეუმი, სამების ეკლესია.
პროექტის მიზანი: ადგილზე ნახონ და გაეცნონ როგორც ჩვენ წელთ აღრიცხვამდე ისე თანამედროვე, მუზეუმში დაცულ უნიკალურ ნივთებს, არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი უნიკალური ნივთები, ოქროს უძველესი ნივთები, მასწავლებელთან მშობელთან ერთად გაატაროს მთელი დღე და ერთმანეთის სოციუმი უფრო ახლობელი და თვალსაჩინო გახდეს.
გაეცნობიან ფერწერულ ნამუშევრებს,
ჩამოუყალიბდებათ სწორი წარმოდგენა ჩვენს წარსულ პერიოდზე, ისტორიული განვითარების პროცესზე მემკვიდრეობის ღირებულებებზე.
სტანდარტი: მოსწავლეს შეუძლია დაუკავშიროს ფაქტები და მოვლენები სესაბამის ისტორიულ ეპოქებს.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლეები გაცნობის შემდეგ იმსჯელებენ იქ ნანახი ექსპონატების სესახებ არწერენ და თვითონაც მიხვდებიან დამოუკიდებლად თუ რომელი ანტიკური ხანის ექსპონატები ნახეს. მოსწავლეები შეძლებენ საზოგადოების კულტურის საფუძვლების კვლევას.
აქტივობები: ამა წლის 1 ნოემბერს დილის 9 საათზე შევიკრიბეთ სკოლის ეზოში მასწავლებელი მოსწავლეები და მშობელი რათა განგვეხორციელებინა ჩვენს მიერ დაგეგმილი ექვსკურსია ჩვენს დედაქალაქ თბილისში ეროვნული საგანძურის მოსანახულებლად. ყველა დაგეგმილი აქტივობა გამოვიყენეთ რათა მიზანი მიღწეული ყოფილიყო, ამ პროექტით მშობლებსაც დავანახეთ რომ მათი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანია.გადავიღეთ სურათები რათა კლასში გაგვეგრძელებინა დისკუსია ეროვნული საგანძურის შესახებ და გვემსჯელა ექსკურსიის დადებით და უარყოფით შედეგებზე.
No comments:
Post a Comment