Thursday, December 5, 2019

ხელოვნებისა და გეოგრაფიის მოყვარულთა კლუბი ,, ნიჭიერი პატარები''

    ხელმძღვანელი  შორენა  აფციაური
კლუბმა მუშაობა დაიწყო 2019 წლის 4 თებერვალს და დაასრულა 20 ნოემბერს.
ხელოვნებისა და გეოგრაფიის მოყვარულთა კლუბი ,,ნიჭიერი პატარები'' შეიქმნა  სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის ბაზაზე. კლუბში ჩართულია ყველა მოსწავლე პირველი და მეორე საფეხურის, იგი თავის საქმიანობას წარმართავს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისად, შეხვედრები მიმდინარეობდა კვირაში ერთხელ და გამონაკლის შემთხვევაში ღირშესანიშნავ დღეებში.
.  კლუბი ,,ნიჭიერი პატარები'' -ის  მიზნები და მუშაობის მოსალოდნელი  შედეგები.
    ხელი შეუწყოს მოსწავლეებში გეოგრაფიისა და ხელოვნების პოპულარიზაციას, მათ  აკადემიურ წინსვლას, სააზროვნო უნარ- ჩვევების  განვითარებას.
      გაზარდოს და ხელი შეუწყოს მოსწავლეთა  აკადემუირ მოსწრებას გეოგრაფიასა და ხელოვნებაში.
 მოსწავლეებს საშუალებას მისცემს  აღმოაჩინონ და განავითარონ თავიაანთები შესაძლებლობები.
      ნაკლებად აქტიურ მოსწავლეებს მისცეს საშუალება ახალი  ცოდნის მიღებისა და თავისუფალი დროის შინაარსიანად განკარგვისათვის.
        ხელი შეუწყოს მოსწავლეების თანატოლებთან და უფროსებთან დადებით კონსტრუქციულ ურთიერთობასა და გუნდურ მუშაობას.
      განუვითარდეთ  პასუხისმგებლობის გრძნობა და შეძლონ პრიორიტეტების გამოყოფა.
  ხელი შეუწყოს მოსწავლეებ ში კრიტიკული აზროვნების განვითარებას .
  მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი თვით შეფასების უნარი.
 გახდნენ უფრო მოტივირებულები ,  ორგანიზებულები, მიზანდასახულნი და აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში.
 კლუბი მუშაობს სახალისოდ საინტერესოდ  ერთობლივად ხდება შემეცნებით - საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა,

  კლუბში გვაქვს სანქციები, ქცევის წესები შემუშავებული, ვიცავთ რეგლამენტს, დაცულია მოსწავლეების თანასწორუფლებიანობა, ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული ურთიერთობა
  მასწავლებელთან  ერთად მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართულნი ღონისძიებების დაგეგმვაში ერთმანეთის საჭიროებების დადგენაში, თანამშრომლობაში, კლუბი ნამდვილად ერთსულოვანია მოსწავლის ინტერესებს და საჭიროებებს მორგებული  და ძალიან ნაყოფიერი.
   ვატარებთ სხვადასხვა აქტივობებს ღონისძიებებთან ერთად: ვიქტორინას, ინტელექტუალურ თამაშებს, მხატრულ კითხვას, წახალისების მიზნით ხდება მოსწავლეების დაჯილდოვებაც.










No comments:

Post a Comment