Thursday, December 5, 2019

ხელოვნებისა და გეოგრაფიის მოყვარულთა კლუბი ,, ნიჭიერი პატარები''

    ხელმძღვანელი  შორენა  აფციაური
კლუბმა მუშაობა დაიწყო 2019 წლის 4 თებერვალს და დაასრულა 20 ნოემბერს.
ხელოვნებისა და გეოგრაფიის მოყვარულთა კლუბი ,,ნიჭიერი პატარები'' შეიქმნა  სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის ბაზაზე. კლუბში ჩართულია ყველა მოსწავლე პირველი და მეორე საფეხურის, იგი თავის საქმიანობას წარმართავს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისად, შეხვედრები მიმდინარეობდა კვირაში ერთხელ და გამონაკლის შემთხვევაში ღირშესანიშნავ დღეებში.
.  კლუბი ,,ნიჭიერი პატარები'' -ის  მიზნები და მუშაობის მოსალოდნელი  შედეგები.
    ხელი შეუწყოს მოსწავლეებში გეოგრაფიისა და ხელოვნების პოპულარიზაციას, მათ  აკადემიურ წინსვლას, სააზროვნო უნარ- ჩვევების  განვითარებას.
      გაზარდოს და ხელი შეუწყოს მოსწავლეთა  აკადემუირ მოსწრებას გეოგრაფიასა და ხელოვნებაში.
 მოსწავლეებს საშუალებას მისცემს  აღმოაჩინონ და განავითარონ თავიაანთები შესაძლებლობები.
      ნაკლებად აქტიურ მოსწავლეებს მისცეს საშუალება ახალი  ცოდნის მიღებისა და თავისუფალი დროის შინაარსიანად განკარგვისათვის.
        ხელი შეუწყოს მოსწავლეების თანატოლებთან და უფროსებთან დადებით კონსტრუქციულ ურთიერთობასა და გუნდურ მუშაობას.
      განუვითარდეთ  პასუხისმგებლობის გრძნობა და შეძლონ პრიორიტეტების გამოყოფა.
  ხელი შეუწყოს მოსწავლეებ ში კრიტიკული აზროვნების განვითარებას .
  მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი თვით შეფასების უნარი.
 გახდნენ უფრო მოტივირებულები ,  ორგანიზებულები, მიზანდასახულნი და აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში.
 კლუბი მუშაობს სახალისოდ საინტერესოდ  ერთობლივად ხდება შემეცნებით - საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა,

  კლუბში გვაქვს სანქციები, ქცევის წესები შემუშავებული, ვიცავთ რეგლამენტს, დაცულია მოსწავლეების თანასწორუფლებიანობა, ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული ურთიერთობა
  მასწავლებელთან  ერთად მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართულნი ღონისძიებების დაგეგმვაში ერთმანეთის საჭიროებების დადგენაში, თანამშრომლობაში, კლუბი ნამდვილად ერთსულოვანია მოსწავლის ინტერესებს და საჭიროებებს მორგებული  და ძალიან ნაყოფიერი.
   ვატარებთ სხვადასხვა აქტივობებს ღონისძიებებთან ერთად: ვიქტორინას, ინტელექტუალურ თამაშებს, მხატრულ კითხვას, წახალისების მიზნით ხდება მოსწავლეების დაჯილდოვებაც.










სოსიალური პროექტი გაუფრთხილდეთ გარემოს

  სსიპ  სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა
 სოციალური პროექტი  გაუფრთხილდეთ  გარემოს
 პროექტის  ხელმძღვანელი  შორენა  აფციაური
      კლასი      V, VII, VIII, IX
პროექტის  მიზანი; ოსწავლეებმა  გაათვიცნობიერონ, რომ გარემოს  დაბინძურება პირველ რიგში მათ ჯამრთელობას აყენებს ზიანს და ყველა ჩვენთაგანის ვალია გარემოზე ზრუნვა დაცვა და დასუფთავება.
  პროექტის ამოცანები:  პროექტის განხორციელებისთვის საჭირო რესურსების მოძიება,
  არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გააზრების ხელშეწყობა.
  ეკოლოგიური  საფრთხეების გააზრება
  ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით რესურსების დამზადება.
  ხევების და სოფლის მდინარის დასუფთავება.
  სკოლის გარემოს გაუმჯობესება.
 პროექტის აქტუალობა: დღეს დღეობით მეტად აქტუალური და  პრობლემური თემაა დაბინძურებული გარემო,  რომლებსაც ადამიანები თვითნებურად ვაბინძურებთ, თითოეული ჩვენთაგანი ვალდებულია ჩვენს ირგვლივ გარემო ეკოლოგიურად სუფთა იყოს, ჯანსაღი გარემო,
   მოსწავლეებს  გააზრებული აქვთ უკვე და ცდლობენ გარემოს დასუფთავებაში თავისი წვლილი  შეიტანონ, მაქსიმალურად არიან ჩართულნი სამუშაო პროცესში,  დაამზადეს ბანერი შესაბამისი  დაასუფთავეს სკოლის პერიმეტრი, სოფლის მდინარე და სხვებსაც ამისკენ მოუწოდეს,




სოციალური პროექტი ჩემი სოფლის ისტორია

   სკოლა: სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ  ახალსოფლის საჯარო სკოლა
 სოციალური პროექტი: ჩემი სოფლის ისტორია
 პროექტის ხელმძღვანელი  გეოგრაფიის  მასწავლებელი შორენა აფციაური
 კლასი: V, VII, VIII, IX.
  პროექტის ხანგრძლივობა01.10.2019-10.10.2019  წელი
  რესურსები: რუკა, კომპიუტერი, ფოტოაპარატი, სამეცნიერო ლიტერატურა,
 პროექტის აკტუალობა: ახალგაზრდობისათვის საკუთარი ისტორიის გაცნობა.
 პროექტის დევიზი: ,,თუ შენ შენი არ დააფასე, სხვისას ვერ დააფასებ"
  პროექტის მიზანი: საკუთარი სოფლის შემოგარენის,  ისტორიული ადგილების თეორიული შესწავლა შემდგომ, პრაქტიკული გაცნობა, სოფლის წარსულის გაცოცხლება და  მომავალი თაობებისთვის მისი შეხსენება.
                                           პროექტის მოკლე  ახწერა

    პროექტი მიზნად ისახავს, სოფლის ყველა მცხოვრებმა პატივი სცეს იმ ადგილს, საიდანაც იწყება ამ სოფლის ისტორია,
   შეინარჩუნონ რაც შემორჩენილია და მივიწყებული. წარსულად არ აქციონ საკუთარი ისტორია.
 
მოსწავლეებთან ერთად დაგეგმვა სოციალური პროექტისა ,,ჩემი სოფლის ისტორია''
განვიხილავთ ი. ახუასვილის წიგნს ,,ქართული გვარ-სახელები'' სადაც ვკითხულობთ სოფლის ისტორიას.
 პრეზენტაციას ვაკეთებთ ზაქრო გიგაურის წიგნისას ,,ალგეთხეობა''
   წმინდა ბარბარეს ეკლესიის ნანგრევების მონახულება, საიდანაც  იწყება სოფელ ახალსოფლის ისტორია, ამ  ადგილას არსებულ ჯვართან სანთლების  დანთება.
  ლაშქრობა ისტორიულ ლოდიანაში.
     სოფელ გოხნარის ძველი სასაფლაოს  დათვალიერება, სადაც აგრეთვე მდებარეობს წმინდა გიორგის სახელობის მეთორმეტე საუკუნის ეკლესია.
 ეს პროექტი ბფიქრობ იყო ზალიან ნაყოფიერი, მიგრაციის ასეთი ძლიერი ტალღის პირობებში, გაიმყარონ ფესვები ჩვენმა მომავალმა თაობამ თავის ისტორიულ კუთხეში  და იზრუნონ მასზე.










 

სოციალური პროექტი ეროვნული საგანძური

      პროექტის  სახელწოდება:  ეროვნული  საგანძური.
     საგანი   ხელოვნება;  გეოგრაფია
     პროექტის  ხელმძღვანელი გეოგრაფიის პედაგოგი  შორენა  აფციაური.
     კლასი: V, VII,  VIII,
     მოსწავლეების  ასაკი.  10,  11, 12. 13 წლის ასაკის  მოსწავლეები
     პროექტის განხორციელების  ვადა:  ერთი  დღე
      მარშუტი:  სოფელი  ახალსოფელი - თბილისი, ეროვნული  მუზეუმი, სამების ეკლესია.
    პროექტის მიზანი: ადგილზე ნახონ და გაეცნონ როგორც ჩვენ წელთ აღრიცხვამდე ისე თანამედროვე, მუზეუმში დაცულ უნიკალურ ნივთებს, არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი უნიკალური ნივთები, ოქროს უძველესი ნივთები, მასწავლებელთან მშობელთან ერთად გაატაროს მთელი დღე და ერთმანეთის სოციუმი უფრო ახლობელი და თვალსაჩინო გახდეს.
   გაეცნობიან ფერწერულ ნამუშევრებს,
       ჩამოუყალიბდებათ სწორი წარმოდგენა ჩვენს წარსულ პერიოდზე, ისტორიული განვითარების პროცესზე მემკვიდრეობის ღირებულებებზე.
     სტანდარტი: მოსწავლეს შეუძლია დაუკავშიროს  ფაქტები და მოვლენები სესაბამის ისტორიულ  ეპოქებს.
  შედეგი  თვალსაჩინოა  თუ მოსწავლეები გაცნობის შემდეგ იმსჯელებენ იქ ნანახი ექსპონატების სესახებ არწერენ და თვითონაც მიხვდებიან დამოუკიდებლად თუ რომელი ანტიკური ხანის ექსპონატები ნახეს. მოსწავლეები შეძლებენ საზოგადოების კულტურის საფუძვლების კვლევას.
      აქტივობები: ამა წლის 1 ნოემბერს დილის 9 საათზე შევიკრიბეთ სკოლის ეზოში მასწავლებელი მოსწავლეები და მშობელი რათა განგვეხორციელებინა ჩვენს მიერ დაგეგმილი ექვსკურსია ჩვენს დედაქალაქ თბილისში ეროვნული საგანძურის მოსანახულებლად. ყველა დაგეგმილი აქტივობა გამოვიყენეთ რათა მიზანი მიღწეული ყოფილიყო, ამ პროექტით მშობლებსაც დავანახეთ რომ მათი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანია.გადავიღეთ სურათები რათა კლასში გაგვეგრძელებინა დისკუსია ეროვნული საგანძურის შესახებ და გვემსჯელა ექსკურსიის დადებით და უარყოფით შედეგებზე.








 

Saturday, April 16, 2016

მეცხრე დღე

    შევაჯამეთ  დღეს  მთელი  ტრენინგის  ნაშრომი.  რაც  ვიცოდით  წინა  ტრენინგებიდან  იმისი  გახსენება მოხდა,  ვისწავლეთ ბევრი  ახალი რამ, მაგალითად ღრუბლებში  წერა უკეთესად გავიგეთ  თუ  როგორ განვახორციელოთ მოსწავლეებთან ერთად  პროექტები, ვიმუშავეთ  პროექტის  გეგმის  შაბლონში. ტრენინგი მიმდინარეობდა  თანამშრომლობის  რეჟიმში, ვაძლევდით  ერთმანეთს  უკუკავშირებს,  ვეხმარებოდით ერთმანეთს რათა უკეთესად  განგვეხორციელებინა  პროექტის  პრეზენტაცია. გავხსენით  ბლოგები შემდეგ ჩვენს  ბლოგში  ავტვირთეთ თითოეული  ტრენინგის  რეფლექსია,  მივაბით ღრუბლებში  შენახული პორთფოლიო ბლოგს. +დავგეგმეთ  მაღალ  სააზროვნო  უნარზე  გათვლილი  პროექტი  რასაც  აუცილებლად  გამოვიყენებთ  ჩვენი  სკოლის პრაქტიკაში.
    რისთვისაც  უღრმესი  მადლობა  ჩვენს  ტრენერს  ქალბატონ  ხათუნა ციხელაშვილს.



















































































































































































































































Friday, April 15, 2016

დღე მეხუთე

    დღეს  გავიარე შეფასების 5 სტრატეგია განვიხილეთ  ამ  სრატეგიებში  აღწერილი მეთოდები  ამორჩეული  საჭირო  ინსტრუმენტები გავაკეთეთ  შეფასების  ჩარჩო.

Sunday, April 10, 2016

მერვე დღე

  დღეს  გავწერეთ დეფერენცირებული სწავლება.  დავასრულეთ  გეგმაზე  მუშაობა, ავტვირთეთ  ჩვენი  გეგმები  ღრუბლებში.